1 9 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"ფარცხალაძე რატომ უნდა დავსაჯო გაუგებარია" - ბიძინა ივანიშვილი

ჩამოტვირთვა

ამავე ინტერვიუს დროს ბიძინა ივანიშვილმა პრაქტიკურად დაადასტურა, რომ
ე.წ. სარდაფის ინციდეტისა და ფარცხალაძის მიერ ყიფიანის ცემის შესახებ ის საქმის კურსში იყო, თუმცა გაკვირვებას გამოთქვამს - რატომ უნდა დაისაჯოს ფარცხალაძე. ბიძინა ივანიშვილი "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელთან ზაზა ოქუაშვილთანშეხვედრებსაც ადასტურებს, თუმცა ბრალდებას 4 მილიონი დოლარის გამოძალვის შესახებ უარყოფს.

"ფარცხალაძე რატომ უნდა დავსაჯო გაუგებარია, ან ბიზნესმენებთან შეხვედრა რატომ არის ესეთი აქცენტით გაკეთებული რომ ეს თავშივე დანაშაულს შეიცავს. არსად არ ჩანს რომ მე დავსაჯე, ან ვინმემ დასაჯა. არ გაქვს საფუძველი იმის რომ კაცი დაისაჯოს და დასჯას ითხოვთ ჟურნალისტი უკვე. 

"რუსთავი 2"-ის ჟურნალისტმა, ეკა კვესიტაძემ ბიძინა ივანიშვილს შეახსენა ოთარ ფარცხალაძის ქონებრივი მდგომარეობა იმ პერიოდში, როდესაც ის პროკურორი გახდა, ეს იყო ბინა ჯანაშიაზე და იპოთეკური სესხი 150 ათასი დოლარის ოდენობით. კვესიტაძემ განმარტა, რომ დღეს უკვე მისი ქონება მხოლოდ თბილისში 8 ბინამდე და კომპანიაში უზარმაზარ წილებამდე გაიზარდა და ეს სულ 2 წელიწადში. ამ ინფორმაციაზე ბიძინა ივანიშვილმა "რუსთავი 2"-ს ტრადიციულად ბრალი დასდო სიცრუეში და აღნიშნა, რომ მისთვის ეს არაფერს არ წარმოადგენს.   

"თქვენი ტელევიზია არის სიცრუის ტელევიზია და 99% თქვენი ტელევიზიიდან მოდის სიცრუე. შესაბამისად თქვენი დასმული კითხვები ასეთ რაკურსში როგორც თქვენ მოიტანეთ ჩემთვის აბსოლუტურად არაფერს არ წარმოადგენს. რაც შეეხება ფარცხალაძეს, მასზე გამოძიება გრძელდება, ჩამოსულები არიან დაქირავებული პროკურორებიც, რომ უფრო საფუძვლიანი იყოს და მასზე ყველა კითხვას გაეცეს პასუხი,"-აცხადებს ივანიშვილი.

მან ასევე ისაუბრა ფარცხალაძე-ყიფიანის დაპირისპირების დეტალებსა და ბანკიდან 4 მილიონის გატანაზე ისაუბრა. ივანიშვილმა ჩანაწერების ავთენტურობა უარყო.

"ჩანაწერები ავთენტური არ იყო, ვიდეო თვითონ გამოვიდა და თქვა რომ ივანიშვილს აჩვენა ოთხი თითი რომ ფული გადაეხადა. რატომ უნდა გადაეხადა ეს ვერ ახსნა...

კვესიტაძის კითხვაზე, იცოდა თუ არა მან იმის შესახებ, რომ ფარცხალაძემ ყიფიანი სარდაფში ჩაიყვანა და ცემა, ივანიშვილი პასუხობს:

"არ აქვს მაგას მნიშვნელობა რის შესახებ ვიცოდი."

კომენტარები

მსგავსი სიახლეები