1 9 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

კანონი არ დარღვეულა იმით, რომ ვიქტორ ჯაფარიძე მირზა სუბელიანთან ციხეში კვირა დღეს შევიდა - კობახიძე

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, კანონი არ დარღვეულა იმით, რომ დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე პატიმარ სუბელიანის მოსანახულებლად სასაჯელაღსრულების დაწესებულებაში კვირა დღეს, 14 ოქტომბერს შევიდა.

"ხუთი ბრძანებაა გაცემული, ხუთივე მოხდა რეგლამენტის შესაბამისად. რაც შეეხება იმას, რისთვის სურდა ჯაფარიძეს სუბელიანთან საპატიმროში შესვლა, ამასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარე კითხვებს არ სვამს. როდესაც დეპუტატები მიმართავენ პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტის თავმჯდომარე ამოწმებს მხოლოდ უსაფრთხოების საკითხებს, ამის შემდეგ გაიცემა შესაბამისი ნებართვა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

"ქართული ოცნების" დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე მირზა სუბელიანთან ციხეში პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით ბოლოს 14 ოქტომბერს, იმ დღესაც შევიდა, როცა „რუსთავი 2“-მა მათი აუდიოჩანაწერის P.S.-ში გასვლა დააანონსა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ჯაფარიძეს ციხეში შესვლის ნებართვა ჯამში 5-ჯერ მისცა. ჯაფარიძე სუბელიანთან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მიმდინარე წლის 6 ივლისს, 20 ივლისს, 10 სექტემბერს, 11 ოქტომბერსა და 14 ოქტომბერს შევიდა. ბრძანებები, პარლამენტის თავმჯდომარის ხელმოწერით On.ge-მ გაავრცელა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები