პოლიტიკა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ლევან გამყრელიძემ თანამდებობა დატოვა
2018-10-11 17:31:47
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი, ლევან გამყრელიძე თანამდებობიდან გადადგა.
საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოვალეობას სოსო რამიშვილი შეასრულებს, რომელიც ლევან გამყრელიძის მოადგილედ მუშაობდა.
ლევან გამყრელიძე საგამოძიებო სამსახურის უფროსად 2017 წლის 9 ივნისს დაინიშნა. მანამდე მას შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობა ეკავა. 2014-2015 წლებში კი საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო. მანამდე ლევან გამყრელიძე 2013-2014 წლებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს განყოფილების უფროსის თანამდებობას იკავებდა.
კომენტარები