პოლიტიკა
"არ ვაპირებ პროცენტის გადახდას" - ზურაბიშვილი ივანიშვილის ბანკიდან ნასესხებ მილიონზე
2018-10-09 14:29:44
ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი „ქართუ ბანკიდან“ წინასაარჩევნო კამპანიისთვის მილიონი ლარის სესხად აღებასთან დაკავშირებით, საპრეზიდენტო კანდიდატი განმარტებას აკეთებს.
„არ ვაპირებ პროცენტის გადახდას, იმიტომ, რომ მე უნდა ავიღო 10% და ათს კი არა 70-ს ავიღებ.
დამოუკიდებელი ვარ, დამოუკიდებელია ბანკი და მე ავიღე სესხი ჩემით, რომლის პროცენტებსაც არ გადავიხდი იმიტომ, რომ მივიღებ ბევრად მეტს ვიდრე 10 პროცენტი,“-აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.
კომენტარები