მსოფლიო
მაღალი რისკის მოძალადეების კონტროლისთვის ელექტრონული სამაჯურები ამოქმედდება
2018-10-09 13:46:59
პირველი ყველაზე დიდი გამოწვევა ჩვენთვის არის ელექტრონული სამაჯურების დანერგვა, რომელიც წლის ბოლომდე შესაძლებელი იქნება რომ დაინერგოს. ასევე გავაგრძელებთ საინფორმაციო კამპანიებს და გაგრძელდება გამომძიებელთა სპეციალიზაციის პროგრამაც, - ამის შესახებ განცხადება შსს-ს ადამიანთა უფლებათა დაცვის დირექტორმა ლონდა თოლორაიამ გააკეთა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტმა სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს
დეპარტამენტის მუშაობის 9-თვის ანგარიში წარუდგინა.უწყების განმარტებით, გაზრდილია ოჯახში დანაშაულისა და ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე მიმართვიანობის მაჩვენებელი.
ანგარიშის პრეზენტაცია ევროკავშირის და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მხარდაჭერითა და დაფინანსებით განხორციელდა.
კომენტარები