2 1 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სატელეფონო ამონაწერები, რომლითაც ფარცხალაძის და ლევან ყიფიანის ხშირი კონტაქტი დასტურდება

ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძესა და სპორტის ყოფილ მინისტრს, ლევან ყიფიანს "თიბისი ბანკიდან" მილიონების მოხსნის დროს, ხშირი სატელეფონო კონტაქტი  ჰქონდათ.

ლევან ყიფიანის ნომრიდან, ორი დღის განმავლობაში 12 ზარია ფარცხალაძესთან განხორციელებული, სორედ იმ პერიოდში, როდესაც მთლიანი თანხის მოხსნა ხორციელდებოდა.

ყიფიანი იმ დროს "ომეგა ჯგუფის" კონსულტანტი იყო, შესაბამისად მას "ომეგას" კორპორატიული ნომერი ჰქონდა. 

"ომეგა ჯგუფის" დამფუძნებლის, ნატო ჩხეიძის ინფორმაციით, ბანკში ყოფნის დროს სპორტის ყოფილი მინისტრი გამუდმებით რეკავდა ტელეფონზე. მისი თანამშრომლების კითხვაზე, თუ ვის უკავშირდებოდა ის, ლევან ყიფიანმა განაცხადა, რომ ის ხაზზე იყო გიორგი გახარიასთან და ოთარ ფარცხალაძესთან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები