2 1 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

როგორ გააქვთ 4 მილიონი ბანკიდან და რა ხდებოდა ამ დროს TBC ბანკის მისაღებში

როგორ გააქვთ 4 მილიონი ნაღდი ფული ბანკიდან - კურიერმა ახალი ფოტო მასალა მოიპოვა, რომელიც "თიბისი ბანკის" ცენტრალური ფილიალშია გადაღებული.  ფოტოზე ჩანს სპორტის ყოფილი მინისტრი, რომელიც ბანკის მისაღებში იმყოფება, სწორედ იმ დღეს როცა ბანკიდან ოქუაშვილის გადარიცხული 4 მლნ გაიტანეს.

პირი, რომელიც ბანკში ლევან ყიფიანთან ერთად არის, მოგვიანებით ჩნდება იმ შავ მანქანასთან, რომელიც ბანკის შესასვლელთანაა გაჩერებული და რომლითაც ფული უნდა წაიღონ. "კურიერის" ინფორმაციით, ეს პირი, რომელიც სპორტის ყოფილ მინისტრთან ერთადაა ასახული და სავარაუდოდ თანხის გატანის ოპერაციას კურირებდა და ის კომპანია "ოლიმპუსის" დირექტორი ალექსანდრე ხაჩიშვილია.

კომპანია ოფშორშია რეგისტრირებული. სავარაუდოდ "ომეგა ჯგუფის" ხელმძღვანელმა, ბიძინა ივანიშვილის მიერ მოთხოვნილი თანხა, აღნიშნული კომპანიის ანგარიშზე გადარიცხა. 


http://rustavi2.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები