2 1 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ნუკრი ქანთარიას თქმით, ივანიშვილისთვის 4 მილიონი იგივეა, რაც 4 ლარი

თქვენ 4 ლარისთვის გაისვრით ხელს სადმე? 4 მილიონი მილიარდერისთვის ფაქტობრივად იგივეა - ამ განცხადებით, "ქართული ოცნების" წევრი ნუკრი ქანთარია, "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის იმ განცხადებას  გამოეხმაურა, სადაც მან თქვა, რომ ივანიშვილის მოთხოვნით, მან 4 მილიონი გადაურიცხა. 

ქანთარია გავრცელებულ აუდიო ჩანაწერებს და ოქუაშვილის განცხადებებს ბრაზილიურ სერიალს უწოდებს, თუმცა ამბობს, რომ მომხდარით საგამოძიებო უწყებები უნდა დაინტერესდნენ, რადგან ხალხმა სიმართლე გაიგოს და არსებულ კითხვებს პასუხი გაეცეს. 

"ბიძინას 4 მილიონი ჰაერივით სჭირდებოდა...თქვენ 4 ლარისთვის გაისვრით ხელს სადმე? 4 მილიონი მილიარდერისთვის ფაქტობრივად იგივეა და ის ახმარებს ამდენ ქველმოქმედებას და 4 ლარი გამოსწოვა ამ პერსონას თურმე დიდი წვალების შემდეგ. ყველაფერი მე მგონია, რომ გასაგებია, მაგრამ აუცილებელია საგამოძიებო ორგანოებმა გულუბრყვილო, ბრაზილიური სერიალების მოყვარულ ხალხს აჩვენონ და მათ ჰქონდეთ ყველა კითხვაზე პასუხი,"-განაცხადა ქანთარიამ. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები