2 1 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

,,თუ სიღარიბის აღმოფხვრის საშუალებას გვაძლევს, რატომ უნდა ვთქვათ ამაზე უარი"- კობახიძე კანაფის კულტივაცია-წარმოების შესახებ

 „ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ სიღარიბე აღმოვფხვრათ საბოლოოდ მოკლევადიან პერსპექტივაში, საშუალოვადიან პერსპექტივაში და  თუ ამის საშუალებას გვაძლევს კონკრეტული ინიციატივა, რომელიც არ არის, ამავდროულად, ზიანის მომტანი, რატომ უნდა ვთქვათ ამაზე უარი“,- ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განუცხადა.

კანაფის კულტივაცია-წარმოების შესახებ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით საუბრისას, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მთავარია, მოხდეს ინფორმირება საზოგადოებისა, რომელსაც კანონპროექტის შესახებ არასწორი ინფორმაცია მიეწოდებოდა. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ კანონპროექტთან დაკავშირებით, აქტიური კონსულტაციები აუცილებლად გაიმართება.

„ჩვენ ვთქვით, რომ გვექნება აუცილებლად კონსულტაციები ამ კანონპროექტთან დაკავშირებით. ჩვენთვის მთავარია, რომ ინფორმირება მოვახდინოთ საზოგადოების იმასთან დაკავშირებით, თუ რას ითვალისწინებდა ეს კანონპროექტი. არასწორი ინფორმაცია მიეწოდებოდა საზოგადოებას იმის თაობაზე, რომ თითქოს ის ითვალისწინებდა ნარკოტიკების წარმოებას. პირველ რიგში, ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი საზოგადოების ინფორმირება. მოვახდენთ ინფორმირებას, იქნება კონსულტაციები და ამის საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებას.

საკმაოდ რთული სამუშაო რეჟიმი გვაქვს ახლა, გამომდინარე, მათ შორის, არჩევნებიდან, შესაბამისად, ყველაფერი იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ როდის გვექნება შესაბამისი დრო და საშუალება, რომ დავიწყოთ აქტიური კონსულტაციები. ამასთან დაკავშირებით, გარკვეული შეხვედრები უკვე შედგა სხვადასხვა დროს სხვადასხვა სეგმენტის წარმომადგენლებთან, თუმცა, ინტენსიურ კონსულტაციებს რაც შეეხება, როგორც კი მოგვცემს ამის საშუალებას გრაფიკი, დრო, მაშინვე დავიწყებთ კონსულტაციებს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები