2 1 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

,,ყოფილ პრეზიდენტს დაიცავს თუ არა სახელმწიფო, იქნება დამოკიდებული არა კანონზე, არამედ მთავრობის კეთილ ნებაზე"

ჩამოტვირთვა

ანა ნაცვლიშვილი - ეს არის პოლიტიკური ანგარიშწორება მოქმედ პრეზიდენტზე და ასევე გაფრთხილება მომავალი პრეზიდენტებისთვის

პრეზიდენტის საპარლამენტო მდიბვანი ანა ნაცვლიშვილი "სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებების განხილვის დაწყებას ეხმაურება, და აცხადებს, რომ ეს არის პოლიტიკური ანგარიშწორება მოქმედ პრეზიდენტზე და ასევე გაფრთხილება მომავალი პრეზიდნეტებისთვის, რომ მათი უსაფრთოება იქნება დამოკიდბეული მთავრობის კეთილ ნებაზე.
"დღევანდელი კანონმდებლობით სახლემწიფო კანონით არის ვალდებული უზრუნველყოს როგორც მოქმედი, ასევე ყოფილი პრეზიდენტის უსაფრთოება სპეციალური დაცვის სამსახურის მეშვეობით, მაგრამ ახლა მომზადდა ცვლილება, რომელიც ითვალისწინებს, რომ უკვე ყოფილ პრეზიდენტს კანონით აღარ ექნება დაცვის ეს გარანტია და დაიცავს თუ არა მას სახელმწიფო ეს იქნება დამოკიდებული არა კანონზე, არამედ მთავრობის კეთილ ნებაზე. 
ეს ცვლილება არის პრინციპულად არასწორი, როდესაც საქმე ეხება სახელმწიფოს მეთაურს, რომელიც ამავე დროს არის უმაღლესი მთავრსარდალი, არის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირი და შესაბამისად, მას სჭირდება დაცვის უმაღლესი გარანტიები და ასევე ძალიან ნათელია, გამომდინარე იმ ფაქტორიდან, როდის მომზადდა ეს ცვლილებები და რა კონტექსტი გვაქვს ეს არის პოლიტიკური ანგარიშწორება მოქმედ პრეზიდენტზე და ასევე გაფრთხილება მომავალი პრეზიდნეტებისთვის, რომ მათი უსაფრთოება იქნება დამოკიდბეული მთავრობის კეთილ ნებაზე“, - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები