2 1 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"სააფთიაქო ნარკომანიის" ბრალდებით დაკავებულ ყველა პირს პატიმრობა შეეფარდა

ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის ბრალდებით დაკავებულ 6-ვე პირს, მათ შორის სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროს გია თვალავაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

ბრალდებულებისთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა, შესაბამისად, მოსამართლემ აღნიშნული გადაწყვეტილებით ბრალდების მოთხოვნა დააკმაყოფილა.

ერთ-ერთი ბრალდებული ნათელა მამულაშვილი გადაწყვეტილებას შემდეგი რეპლიკით შეხვდა: „რატომ მაპატიმრებთ რატომ? მოვიკლავ თავს და თქვენს ნამუსზე იყოს!“

კომენტარები

მსგავსი სიახლეები