2 1 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,საქართველოს მთავრობა იქნება პირველი, ვინც მაღალი ეთიკური სტანდარტების მქონე ბიზნესის ფილოსოფიას დანერგავს"

საქართველოს მთავრობა იქნება პირველი, ვინც მაღალი ეთიკური სტანდარტების მქონე ბიზნესის ფილოსოფიას დანერგავს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ნიუ- იორკში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. 

აღნიშნულ თემაზე ინტერესთა გამოხატვის დოკუმენტი მამუკა ბახტაძის ვიზიტის ფარგლებში დღეს გაფორმდა. 

დოკუმენტს ხელი საქართველოს მთავრობის სახელით საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, ხოლო Grace Farms Foundation-ის მხრიდან პრეზიდენტმა შერონ პრაინსმა მოაწერეს.

 ღონისძიებაზე, რომელშიც ამერიკის შეერთებული შტატების წამყვანი საინვესტიციო კომპანიების პირველი პირები მონაწილეობდნენ, ხაზი გაესვა საქართველოში არსებულ ხელსაყრელ ბიზნესგარემოს და აღინიშნა, რომ უმაღლესი ეთიკური სტანდარტების დანერგვა სრულიად სხვა მიმზიდველობას შესძენს ბიზნესის კეთებას საქართველოში და ამავდროულად, გაზრდის ტრანსნაციონალური კომპანიების დაინტერესებას, რაც მეტი უცხოური ინვესტიციის მოზიდვის წინაპირობაა.

 პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა საქართველოს წამყვან პოზიციებზე სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგში და აღნიშნა, რომ ჩვენი ქვეყანა არის მოწინავე რეფორმატორი, რომლის წარმატებული რეფორმების გაზიარებით სულ უფრო მეტი ქვეყანა ინტერესდება. 
“საქართველო დემოკრატიული და ეკონომიკური ტრანსფორმაციის ბრწყინვალე მაგალითია”, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 

საქართველოში ბიზნესში უმაღლესი ეთიკური სტანდარტების დანერგვის შესახებ Grace Farms Foundation-თან ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმება ოქტომბრის ბოლოს, თბილისში იგეგმება. აღნიშნული გადაწყვეტილება თანხვედრაშია გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან და საქართველოს მთავრობის პოლიტიკასთან, რომლის მთავარი ღირებულება ადამიანი და მისი უფლებებია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები