2 1 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

კვირიკაშვილი გავუშვით რადგან სწორი საკადრო პოლიტიკა ვერ უზრუნველყო და საიღარიბე ვერ შეამცირა - კობახიძე

კვირიკაშვილი გავუშვით იმიტომ, რომ სწორი საკადრო პოლიტიკა ვერ უზრუნველყო და საიღარიბე უფრო მეტად ვერ შეამცირა- განაცხადა ირაკლი კობახიძე,  "ტვ პირველის" გადაცემა "რეაქციაში"

"კვირიკაშვილი იმიტომ კი არ გავუშვით პრემიერობიდან, რომ სიღარიბე მეტი გვაქვს, იმიტომ გავუშვით, რომ ამ სიღარიბის შემცირება კიდევ უფრო მეტად შეიძლებოდა სწორი საკადრო პოლიტიკის პირობებში, ეს ვერ უზრუნველყო და ამიტომ გავუშვით. მაგრამ ამ ვითარებაშიც კი, "ნაცმოძრაობის" მმართველობასთან შედარებით სიღარიბე 7-8%-ით შევამცირეთ. ეს არის რეალობა. 2012 წელთან შედარებით ბიუჯეტში დაახლოებით 50%-იანი ზრდაა. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეებს 2012 წელთან შედარებით საშუალო მაჩვენებლი აქვს 50%-ით გაზრდილი შემოსავლები, მარტო დაბეგრილი შემოსავლები. ეს არის რეალობა. მაგრამ თუ გამოიყვანთ იმ 800 000 ადამიანს, რომლებიც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობენ, შეიქმნება ყალბი სურათი. იმას კი არ ვამბობ, რომ ინგა გრიგოლია ან სხვა ჟურნალისტი რამეს აყალბებს, მაგრამ როდესაც ხდება ფაქტების არასწორი მიმართულებით წარმოჩენა ბუნებრივია ყალბი სურათი იქმნება საზოგადოებაში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები