პოლიტიკა
მამუკა ბახტაძე სენატის უმრავლესობის ლიდერს ჯონ კორნინს შეხვდა
2018-09-18 10:37:32
მამუკა ბახტაძე სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფბა.
პირველი შეხვედრა მან თეთრ სახლში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველთან ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში/ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივან ჯონ ბოლტონთან გამართა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო-ამერიკის სტრატეგიული ურთიერთობა არასოდეს ყოფილა პარტნიორობის ასეთ მაღალ დონეზე და კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაფიქსირდა აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და საგარეო-პოლიტიკური მისწრაფებების მიმართ.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს როგორც ორმხრივ ურთიერთობაში არსებული ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, ისე რეგიონალური გამოწვევები.
კომენტარები