2 3 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"პრეზიდენტმა დაუშვა გამოუსწორებელი შეცდომა" - ჯანეზაშვილი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი,  პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მან უზენაესი სასამართლოს შემცვლელი არ დაასახელა, შეცდომას უწოდებს:

"პრეზიდენტმა დაუშვა და ჯერ კიდევ უშვებს გამოუსწორებელ შეცდომას, რადგან იგი არ ასახელებს კანდიდატს. ეს არის პრეზიდენტის კონსტიტუციური ვალდებულება, რომ მან წარადგინოს კანდიდატი და ჩემი აზრით, შეცდომაა ისიც, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებზე გადააქვს პასუხიმგებლობა, რადგან არასამთავრობო ორგანიზაციები არ არის მითითებული კონსტიტუციაში, როგორც ნომინირების სუბიექტი და ვალდებული ინსტიტუცია. მას რომ სცოდნოდა, დღეს სისტემას მართავს მიხეილ ჩინჩალაძე, მისი ხალხი აქ ვინც არიან, ვინც მიიღებენ მერე გადაწყვეტილებას ნომინირებასთან დაკავშირებით, მაშინ სხვა პასუხისმგებლობით მოეკიდებოდა საკითხს. გაბუტვას დავარქმევდი როგორც იგი მოიქცა, იმიტომ, რომ ეს ასე ჩანს და სერიოზული მიდგომა, ჩემი აზრით, ეს ნამდვილად არ არის,“ -ამბობს ჯანეზაშვილი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები