2 3 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"ჩემი ჩასვლით მინდა, გამოვასწორო სამარცხვინო ვითარება, - ნათელაშვილი მაკკეინის დაკრძალვაზე გაემგზავრა

სენატორ ჯონ მაკკეინის დაკრძალვაზე ლეიბორისტული პარტიის ლიდერი მარტო, საკუთარი ინიციატივით ჩავა. ნათელაშვილის განცხადებით,  ის მისი ჩასვლით ეცდება გამოასწოროს  ის სამარცხვინო ვითარება, რაც შექმნა ივანიშვილის რეჟიმმა.

„რეჟიმმა, როგორც სხვა ყველაფერში, აქაც თავი მოიჭრა და ამ დიდი მეგობრის დაკრძალვაზე გაემგზავრა არა სახელმწიფოს უმაღლესი ხელმძღვანელობა, არამედ მესამე-მეოთხე კლასის წარმომადგენლები. მე ჩემი ჩასვლით და სამძიმრის გამოხატვით მინდა, გამოვასწორო ის სამარცხვინო ვითარება, რაც შექმნა ივანიშვილის რეჟიმმა,“ - ამბობს შალვა ნათელაშვილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული გმირის დაკრძალვაზე ჩასასვლელად ვერ მოიცალეს პრეზიდენტმა, პრემიერმა და პარლამენტის თავმჯდომარემ. 

გამართული კონსულტაციების შედეგად კი გადაწყდა, რომ ცერემონიას ვაშინგტონში პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე დაესწრებიან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები