2 3 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ბახტაძე მაკკეინის დაკრძალვაზე : "ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრები აუცილებლად გაემგზავრებიან ამერიკის შეერთებულ შტატებში“

მიემგზავრება თუ არა ქართული დელეგაცია მაკკეინის დაკრძალვაზე დასასწრებად  - ამ თემაზე ჟურნალისტების შეკითხვას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ასე უპასუხა:

„ჯონ მაკკეინი გახლავთ ჩვენი ქვეყნისთვის მართლაც რომ ისტორიული მნიშვნელობის მქონე ადამიანი. ის იყო ჩვენი ქვეყნის ერთგული მეგობარი, რომელსაც ძალიან ბევრი და მნიშვნელოვანი საქმე აქვს გაკეთებული ჩვენი ერისთვის. განსაკუთრებით ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე მძიმე წუთებში და ამას ქართველი ერი არასდროს დაივიწყებს. მე დღეს, შუადღისას, მივდივარ ამერიკის საელჩოში და ამასთან ერთად ბუნებრივია, ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრები აუცილებლად გაემგზავრებიან ამერიკის შეერთებულ შტატებში,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები