მსოფლიო
სალომე ზურაბიშვილი - ,,მე პირველ რიგში, ქალების პრეზიდენტი ვიქნები"
2018-08-16 16:45:01
საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ის პირველ რიგში ქალების პრეზიდენტი იქნება.
„მე ვიქნები არამხოლოდ მედიატორი და ძრავა ამ ინიციატივების {რომელზეც პრეზენტაციაზე ისაუბრა}, მე ვიქნები ამ საზოგადოების პრეზიდენტი და პირველ რიგში, ბუნებრივად, ვიქნები ქალების პრეზიდენტი. პირველი ქალი პრეზიდენტი არ შეიძლება არ იყო ქალების პრეზიდენტი“, - განაცხადა ზურაბიშვილმა დიდ ჯიხაიშში, სადაც საარჩევნო პროგრამა წარადგინა.
პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა საარჩევნო კამპანია დღეს სწორედ დიდი ჯიხაიშიდან დაიწყო. ზურაბიშვილი ამომრჩევლებს ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში შეხვდა და სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, ემიგრანტებისა და ა.შ. საკუთარ ხედვებზე ისაუბრა.
კომენტარები