პოლიტიკა
ერთ–ერთი ვერსიით, "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი, ბიძინა ივანიშვილია - გიორგი კაპანაძე
2018-07-13 10:44:58
"ერთ–ერთი ვერსიით, "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი, ბიძინა ივანიშვილია" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში, ინტერნეტ მედია ჯგუფის დამფუძნებელი გიორგი კაპანაძე წერს.
"ჩემი ინფორმაციით, ენმ-ის საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე იქნება და მას მომავალ კვირაში წარადგენს პარტია.
გადაწყვეტილება მიღებულია ევროპულ საქართველოშიც - მათი საპ. კანდიდატი დავით ბაქრაძეა. ბაქრაძეს 21 ივლისს დაასახელებენ ოფიციალურად.
და ვინ იქნება ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატი, რომლის წარდგენასაც აგვისტოში აპირებენ?
ვერსიები ასეთია: სუბარი, ზურაბიშვილი, ბაქრაძე (ელჩი ამერიკაში) და ბ ი ძ ი ნ ა ი ვ ა ნ ი შ ვ ი ლ ი..." წერს გიორგი კაპანაძე
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის არჩევნები 2018 წლის შემოდგომაზე გაიმართება, მანამდე კი ქვეყანაში საარჩევნო პროცესისადმი აქტიური მზადება უკვე დაწყებულია.
კომენტარები