მსოფლიო
ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე მიხეილ სააკაშვილს 6 წლიანი პატიმრობა შეეფარდა
2018-06-28 17:34:08
დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს 8 წელი მიესაჯა. მოსამართლემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
თუმცა ამნისტირებული მუხლების გათვალისწინებით, მიხეილ სააკაშვილს 6 წლიანი პატიმრობა შეეფარდა.
მოსამართლემ მიღებული განაჩენის გამოცხადების შემდეგ პოლიტიკური სარჩული გამორიცხა.
"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი, საქართველოში ბრალდებული 4 საქმეზეა.
კომენტარები