პოლიტიკა
1-ელი ივლისიდან მეხანძრე-მაშველებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ
2018-06-21 17:05:27
მეხანძრე-მაშველების ხელფასი 20 პროცენტით გაიზრდება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ანაზღაურება მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან იზრდება.
ამასთან, უწყების ცნობით, ხელფასების ზრდა ეტაპობრივად გაგრძელდება.
მეხანძრე-მაშველებისთვის ხელფასების მომატების საკითხზე პარლამენტში რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ისაუბრა. „ეს არის ადამიანთა ის ჯგუფი, რომელიც 24 საათის განმავლობაში დგას სადარაჯოზე, რომელიც ახდენს ძალიან მნიშვნელოვანი რისკების პრევენციას ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა ბახტაძემ.
კომენტარები