მსოფლიო
"კვირაში ერთხელ თქვენ არ დადიხართ ბატონო გიორგი პარლამენტში და პრემიერ-მინისტრი როგორ ივლის?"
2018-06-20 14:24:24
კვირაში ერთხელ თქვენ არ დადიხართ ბატონო გიორგი პარლამენტში და პრემიერ-მინისტრი როგორ ივლის? - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი „ევროპული საქართველოს“ წევრის, გიორგი კანდელაკის გამოსვლას პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, სადაც კანდელაკმა პრემიერ-მინისტრობის კანიდატს პარლამენტში რეგულარულად სიარულთან დაკავშირებით დაუსვა კითხვა
„თქვენ ისაუბრეთ ბალტიის ქვეყნების მისაბაძობაზე, რომ ბალტიის ქვეყნებში მოგწონთ სხვადასხვა პრაქტიკა. ჩვენ ვართ საპარლამენტო რესპუბლიკა და იცით, ესტონეთში რა სიხშირით დადის პრემიერ-მინისტრი პარლამენტში კითხვებზე პასუხის გასაცემად?
- კვირაში ერთხელ. გვპირდებით თუ არა, რომ თქვენ, როგორ საპარლამენტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი, პარლამენტში საქმიან ვითარებაში, თუნდაც შეზღუდული დროით რეგულარულად ივლით, თუნდაც თვეში ერთხელ?“, - მიმართა კანდელაკმა ბახტაძეს.
კომენტარები