პოლიტიკა
,,აქ მარტო მერი კი არა, სუსის მთელი შემადგენლობა და მათი სპონსორი-ივანიშვილია დასაკავებელი"
2018-06-13 15:17:27
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მარნეულში მომხდარ სკანდალურ ფაქტს გამოეხმაურა.
"ქოცები,როგორც ყოველთვის,იტყუებიან- "შარდის სკანდალთან" დაკავშირებით,ისინი ამბობენ,რომ ნაციონალებისგან განსხვავებით,დამნაშავე დააკავეს.
დადგმული "ციხის კადრების" გამოქვეყნების შემდეგ,გადადგა მინისტრი ახალაია და ჩვენ დავაპატიმრეთ საქმესთან დაკავშირებული ციხის ყველა თანამშრომელი,რომელთა 90% ოცნებამ გაათავისუფლა და ბედუკაძე გმირად გამოაცხადეს.
რაც შეეხება მარნეულში მომხდარ ფაქტს,აქ მარტო მერი კი არა,სუსის მთელი შემადგენლობა და მათი სპონსორი-ივანიშვილია დასაკავებელი,"- წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
კომენტარები