მსოფლიო
ავტობუსები დღეს უფასო იქნება- თბილისის მერიამ მეტროს მემანქანეების გაფიცვის გამო 2 დროებითი მარშრუტი დაამატა
2018-06-04 12:36:02
თბილისის მერია დახურული მეტროსადგურებისა და გაფიცული მემანქანეების გამო 2 დროებითი მარშრუტს ამატებს.
"თბილისის მერიამ მეტროს მემანქანეების გაფიცვის გამო მგზავრთა გადაადგილების გაუმჯობესების მიზნით 2 დროებითი მარშრუტი დაამატა: ერთი მარშრუტი იმოძრავებს მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“ მოსკოვისა და ქეთევან დედოფლის გამზირების გავლით ბარათაშვილის ქუჩამდე, ხოლო მეორე - მეტროსადგურ „ახმეტელიდან“ გურამიშვილის გამზირისა და დადიანის ქუჩის გავლით რკინიგზის გადასასვლელ ხიდამდე.
ისინი, სხვა მუნიციპალური ავტობუსების მსგავსად, მგზავრებს უფასოდ მოემსახურებიან,"-ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.
კომენტარები