მსოფლიო
მოსამართლე ნათია გუჯაბიძე დედამისის ბინას ქირაობდა და საფასურს სახელმწიფოსგან იღებდა?
2016-06-02 12:39:45
ჩამოტვირთვა
რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის კონფიდენციალური წყაროს ინფორმაციით, მოსამართლე ნათია გუჯაბიძეზე სამართალწარმოება 2014 წელს დაიწყო, მას შემდეგ რაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის ცნობილი გახდა მოსამართლის მხრიდან შესაძლო თაღლითობის ჩადენის ფაქტი. ნიკა გვარამიას წყაროს ცნობით, ნათია გუჯაბიძე თბილისში სამოსამართლეო უფლებამოსილების განსახორციელებელად ბინას ქირაობდა, რომლის საფასურსაც იუსტიციის საბჭო იხდიდა.
სასამართლო კორპუსში ეს მიღებული პრაქტიკა დანაშაულად არ ჩაითვლებოდა რომ არა ერთი გარემოება-როგორც ირკვევა ნათია გუჯაბიძეს იმ დროს თბილისში საცხოვრებელი ჰქონდა და სახელმწიფოსგანგამოყოფილს ბინის ქირას არც მეტი არც ნაკლები საკუთარ დედას უხდიდა.
ბინა, რომელსაც ნათია გუჯაბიძე დედისგან ქირაობდა თბილისში პოლიტკოვსკაის ყოფილის ჯიქიას ქუჩაზე ამ კორპუსში მდებარეობს.
ნათია გუჯაბიძის დედა, მანანა დოლიძე ადასტურებს, რომ იმ ბინაში შვილიშვილთან ერთად ცხოვრობს, ასევე ამტკიცებს, რომ მის შვილს ნათია გუჯაბიძეს საკუთარი სახლი არ აქვს და აღარც სახელმწიფოსგან იღებს საცხოვრებლის დასაქირავებლად თანხას. მანანა დოლიძე არ უარყოფს, რომ ბინა რამდენიმე წლის წინ გაქირავებული ჰქონდა და საფასურს სახელმწიფოსგან იღებდა.
მანანა დოლიძისგან განსხვავებით მათი მეზობლები ამბობენ, რომ მოსამართლე ნათია გუჯაბიძე მათ კორპუსში დედასთან ერთად ცხოვრობს. ისინი ვერც ბინის სხვა პირებზე გაქირავების ფაქტს იხსენებენ.
იუსტიციის საბჭოს ნიკა გვარამიას მიერ გაკეთებულ განცხადებაზე ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია. კურიერის ზარებს არ პასუხობს არც საბჭოს მდივანი. მცირე სატელეფონო კომენტარი მხოლოდ საბჭოს მოსამართლე წევრმა, თამარ ალანიამ გააკეთა. ალანიამ გვარამიას გავრცელებული ინფორმაცია არ უარყო, თუმცა არც დაადასტურა.
კომენტარები