0 5 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"მე ვემხრობი, რომ „რუსთავი 2“ დარჩეს ისეთად, როგორიც არის და ჰყავდეს დირექტორი ნიკოლოზ გვარამია"

მე ვემხრობი, რომ "რუსთავი 2“ დარჩეს ისეთად, როგორიც არის და ჰყავდეს დირექტორი ნიკოლოზ გვარამია, ეს ჩვენთვის არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს ბორდოში, თემის კომენტირებისას განუცხადა.

გიორგი კვირიკაშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ შეცვლილი "რუსთავი 2"-ის ხილვას არ ისურვებდა, რათა ვინმეს ამით სპეკულირების საშუალება არ მისცემოდა, მით უმეტეს, წინასაარჩევნო პერიოდში, თუმცა ხელისუფლება სასამართლოს საქმიანობაში არ ერევა.

"სასამართლო არის სასამართლო. ის იხილავს საკუთრების საკითხს, ეს არის სამოქალაქო პროცესი და ჩვენ მასში ჩარევის არანაირი უფლება არ გაგვაჩნია. კიდევ ერთხელ ვადასტურებ, ჩემი სურვილია, სალაპარაკო ამით არავის მიეცეს. რამდენად მოხდება რაიმე ცვლილება, ან არა, ამას წინასწარ ვერ გეტყვით, მაგრამ შემიძლია, კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ, არანაირი ცვლილების სურვილი არ მაქვს, მიუხედავად იმისა, რომ, ადამიანურად, შეიძლება მქონდეს წყენაც, პრეტენზიაც, რომ ხანდახან წარმატება არ წარმოჩინდება, ხანდახან მხოლოდ უარყოფითის გაშუქება ხდება. ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა დემოკრატიისთვის და მე, როგორც პრემიერ-მინისტრს, არანაირი პრეტენზია არ შეიძლება მქონდეს კერძო ტელევიზიის მიმართ", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრისთვის კატეგორიულად მიუღებელია ის შეურაცხყოფა, რომელსაც "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი სასამართლოს და ინსტიტუციებს აყენებს.

"იმაზე აღარ ვლაპარაკობ, რას ამბობს იგი პრემიერ-მინისტრის მისამართით. ჩვენ თავისუფალი ქვეყანა გვაქვს და ყველაფერი შეიძლება, მაგრამ მეორეს მხრივ მოსახლეობა ამას უყურებს. ადამიანი, რომელსაც დღეს ნამდვილად არ უნდა ჰქონდეს საუბრის ასეთი "გონორი", ადამიანი, რომელიც იყო ერთ-ერთი იმ ყველაფრის შემოქმედი, რაც 2007 წელს ხდებოდა, სამწუხაროდ, ასე საუბრობს", - განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები