მსოფლიო
პარლამენტის სხდომაზე დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
2016-05-25 16:56:45
ჩამოტვირთვა
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ”ქართული ოცნებისა” და ”ნაციონალური მოძრაობის” წევრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
ჩხუბი სესიაზე დეპუტატ ზაზა პაპუაშვილის ინიციატივას მოჰყვა. ის გამოვიდა წინადადებით, რომ წუთიერი დუმილით პატივი მიეგოთ 2011 წლის 26 მაისსა და წინა ხელისუფლების დროს დაღუპულთა ხსოვნისთვის.
პაპუაშვილის წინადადების შესაბამისად უმრავლესობის წევრები ფეხზე წამოდგნენ. წუთიერი დუმილისთვის არ წამომდგარან ”ნაციონალური მოძრაობის” წევრები, რასაც მმართველი გუნდის წევრის, ოთარ ჩრდილელის მხრიდან მათდამი რეპლიკა მოჰყვა. ეს პარლამენტის წევრებს შორის ჩხუბში გადაიზარდა.
კომენტარები