მსოფლიო
დუშეთის საკრებულოს თავმჯდომარემ "ქართული ოცნება" დატოვა
2016-05-23 11:28:16
„მე გადავწყვიტე დავტოვო პარტია „ქართული ოცნება“ და ჩემი მომავალი პოლიტიკური საქმიანობა დავუკავშირო პაატა ბურჭულაძის პოლიტიკურ „მოძრაობას - სახელმწიფო ხალხისათვის“. ჩემი გადაწყვეტილების მიზეზი გახდა ის, რომ საქართველოს მოსახლეობა, ქართველი ხალხი და პირადად მე წლების განმავლობაში რისთვისაც ვიბრძოდით და დაპირებები, რისთვისაც გავერთიანდით „ქართულ ოცნებაში“, საწუხაროდ, ვერ, ან არ შესრულდა.
რაც შეეხება ბატონი პაატა ბურჭულაძის მოძრაობას, ვხედავ და დარწმუნებული ვარ, რომ ის შეძლებს იმ პრობლემების მოგვარებას, რაც არსებობს დღეს ქვეყანაში და მის გარეთ. რაშიც, მსურს შევიტანო ჩემი მოკრძალებული წვლილი“. - განაცხადა გიორგი ლაფანაშვიმა
კომენტარები