მსოფლიო
პეტრე ცისკარიშვილი - ,, 2 მილიონ ნახევარს გადასცდა ჯაზ ფესტივალის დაფინანსების ფონდი"
2016-05-04 13:00:39
ჩამოტვირთვა
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, Chek in Georgia-სთვის გამოყოფილი თანხები, მთავრობის გადაწყვეტილებით, კიდევ გაიზარდა. ამასთან, მთავრობა ბიზნესს აიძულებს პროექტის დაფინანსებაში უანგაროდ ჩაერთონ.
„პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განკარგულებით, პროექტის ღირებულებას 3 მლნ ლარი დაემატა. ასევე, ცნობილი გახდა, რომ ბილეთებიდან შემოსული თანხა ამავე ჯგუფების ხარჯების დაფარვას მოხმარდება. ასევე, გვაქვს ახალი ინფორმაცია, რომ ჯაზფესტივალის დაფინანსების ფონდი 2 მილიონი უნდა ყოფილიყო და ახლა 2 მილიონ ნახევარს გადაცდა. შედარებისთვის გეტყვით, რომ წინა წლებში ჯაზფესტივალის ხარჯები 600 000 ლარს შეადგენდა. ამ ყველაფერს აკეთებენ ცინიკურად. ხალხის თვალწინ, ყველას დასანახად, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში. ფიქრობენ, რომ ეს მათ საარჩევნო კამპანიას წაადგება. საარჩევნო კამპანიის დახმარებას ფიქრობენ რამდენიმე კუთხით, ერთი მხრივ, რომ ამ კონცერტებით და მსგავსი ღონისძიებებით განწყობას აამაღლებენ და მეორე იმ თვალსაზრისით, რომ ის ჯგუფები, ვინც საორგანიზაციო საკითხებში იქნებიან ჩართული დაფინანსებას მიიღებენ და ეს ირიბი მოსყიდვაა მათი.
ასევე, აწუხებენ ბიზნესმენებს რომ ისინი უსასყიდლოდ ჩაერთონ ამ პროცესში და დაფინასება უანგაროდ გამოუყონ. ეს მათი გათავისუფლებული ბიზნესის შემადგენელი ნაწილია“, - განაცხადა ცისკარიშვილმა.
კომენტარები