0 7 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“თვეების განმავლობაში ხელისუფლება უბრალოდ ატყუებდა მოსახლეობას" დავით ბაქრაძე


“თვეების განმავლობაში ხელისუფლება უბრალოდ ატყუებდა მოსახლეობას, როდესაც იგონებდა სხვადასხვა მიზეზს გაზპრომის საქართველოში შემოსაყვანად. ჩვენ მოვისმინეთ, რომ თითქოს აზერბაიჯანს არ შეუძლია გაზის მოწოდება და თურმე ამას მილსადენის სიმძლავრე არ ყოფნის. ანუ მთელი ეს ექვსი თვე ჩვენ გვასმენინებდნენ ტყუილებს და ცდილობდა ხელისუფლება გაზპრომის შემოყვანას ქვეყანაში. ეს ყველა ტყუილი დადასტურდა სამი  დღის წინ, როდესაც ხელი მოეწერა  სოკართან შეთანხმებას და ეს იყო პირველი სერიოზული გამარჯვება ჩვენი საზოგადოების, მაგრამ ეს გამარჯვება უდნა მივიყვანოთ ბოლომდე,“ - 

   ეს განცხადება ნაციონალური მოძრაობის წევრმა დავით ბაქრაძემ გაზპრომის საწინააღმდეგოდ გამართული აქციის ფარგლებში გააკეთა. "არა გაზპრომს"-ამ მოწოდებით ცოცხალი ჯაჭვი მთავრობის კანცელარიიდან რუსეთის საელჩომდე მოეწყო.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები