პოლიტიკა
ირაკლი კირკიტაძე 5000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
2016-02-04 17:24:16
დავით კირკიტაძის ძმა ირაკლი კირკიტაძე სააპელაციო სასამართლომ 5 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
შეგახსენებთ, რომ ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორის ძმა წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა. პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულმა დიღმის მასივის მე-5 კვარტალში უხეშად დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მოქმედ პოლიციელს და თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღი ჩაარტყა, რითაც ჯანმრთელობა დაუზიანა.
სასმართლო პროცესზე ბრალდებულმა მისი დაკავება პოლიტიკურ ანგარიშსწორებად შეაფასა და მომხდარის პროვოცირებაში ძალოვანი უწყებები დაადანაშაულა.ირაკლი კირკიტაძე თავს დამნაშავედ არ ცნობს და პოლიციელების მხრიდან დაგეგმილ პროვოკაციაზე საუბრობს