მსოფლიო
575 ლარიანი ვისკი - ასე "შემოიჭირეს ქამრები" მეჭიაურმა, ნიშნიანიძემ და ხუნდაძემ
2016-01-15 10:45:57
ასე "შემოიჭირეს ქამრები" ხელისუფლების ჩინოვნიკებმა მას შემდეგ, რაც აწ უკვე ყოფილი პრემიერ-მინისტრი საქართველოს მოსახლეობას მსგავსი დაპირებით წარუდგა.
ამ ფოტოზე "ქართული ოცნების" სამი დეპუტატი: თამაზ მეჭიაური, ომარ ნიშნიანიძე და დიმიტრი ხუნდაძე ჩანს. ხალხზე ზრუნვით დამაშვრალი დეპუტატები ძვირადღირებული CHVAS REGAL-ით იქარვებენ სამშობლოზე დარდს.
ის ხალხი კი, ვინც ისინი ქვეყნის სამართავად დაიქირავა, ნაგვის ურნებში იქექება, ოჯახს ტოვებს ლუკმა-პურის საშოვნელად უცხოეთში მიდის, მეტროსადგურებში 20 თეთრობით აგროვებს შვილის სამკურნალო ფულს, ცრემლიანი თვალებით შესცქერის მაღაზიის დახლებს, რადგან მცირეწლოვანი ბავშვებისთვის დღესასწაულებზეც არ შეუძლია შოკოლადის მიტანა.
ამ დეპუტატთაგან ერთ-ერთი, თამაზ მეჭიაური საბიუჯეტო-საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარეა, მეორე - დიმიტრი ხუნდაძე - ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელი... სამივე დეპუტატი საპალამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები არიან.
როგორც ამ კონკრეტული ფოტოდანაც ჩანს, ხელისუფლების წარმომადგენლები არაფერს იკლებენ იმ ქვეყანაში, სადაც სოციალურად დაუცვლთა რაოდენობა მოსახლეობის 10 პროცენტზე მეტია...
ვისკის, რომელსაც ისინი სმავენ, ვისკის სახლში 575 ლარი და 98 თეთრი ღირს.
წყარო:http://presa.ge/new/?m=politics&AID=41292
კომენტარები