0 7 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ლეონიდ ჩერნოვეცკის პოლიტიკური პარტიის „ბედნიერი საქართველოსთვის“ საარჩევნო შტაბს მისი ფონდის პრეზიდენტი გიორგი ქვრივიშვილი უხელმძღვანელებს

“მქონდა პატივი ბოლო 5 წლის განმავლობაში მეხელმძღვანელა ლეონიდ ჩერნოვეცკის საინვესტიციო კომპანიისთვის და მისი ფონდისთვის, ხოლო დღეიდან დავიწყე მისი პოლიტიკური პარტიის აქტიური ფორმირება. ჩვენ უკვე დავიწყეთ გუნდის ჩამოყალიბება, და ეს იქნება გუნდი რომელიც 2016 წლის არჩევნებზე აუცილებლად მიაღწევს წარმატებას და შემდეგ შეასრულებს უკლებლივ ყველა იმ დაპირებას, რომელიც ჩვენგან უკვე იქნა და მომავალში იქნება გაცემული.

მათ შორისაა: ეკონომიკის გამაჯანსაღებელი კანონების მიღება, ბიზნესის და ტურიზმის დღემდე არნახული ხელშეწყობა, ინვესტორებისთვის შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის ფორმირება და რაც მთავარია, თითოეულ ჩვენ მოქალაქეზე ზრუნვა, პენსიების ზრდა და სოციალური ფონის გაუმჯობესება.
ჩვენს გუნდში იქნებიან პატრიოტები და პროფესიონალები, რომლებიც წარმოაჩენენ ჩვენს პოლიტიკურ ძალას 2016 წლის საპარალმენტო არჩევნებზე და შემდეგ კი, რაც ყველაზე მთავარია, გაცემულ დაპირებებს შეასრულებენ. უფრო დეტალურად ჩვენს გეგმებზე უახლოეს მომავალში მოგახსენებთ” განაცხადა გიორგი ქვრივიშვილმა. 

კიევის ყოფილმა მერმა, მილიარდერმა ლეონიდ ჩერნოვეცკიმ ახალი პოლიტიკური ძალის „ბედნიერი საქართველოსთვის“ ჩამოყალიბებაზე განცხადება 5 დეკემბერს, ქობულეთში მედიის წარმომადგენლებთან გააკეთა. ჩერნოვეცკიმ განაცხადა რომ მისი პოლიტიკური პარტია პარლამენტში შესვლისთვის და გამარჯვებისთვის იბრძოლებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები