0 9 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

კალაძისთვის უცნობია რა ფასად მიიღებს საქართველო რუსეთიდან ბუნებრივ აირს

რუსული ბუნებრივი აირის რა მოცულობა უნდა მიიღოს დამატებით საქართველომ და რა ფასად - ამაზე ვიცეპრემიერს ჯერ პასუხი არ აქვს.

კახა კალაძემ გაზპრომთან დაკავშირებით ოპოზიციის შეშფოთებას არაჯანსაღი ეიფორია უწოდა და განმარტა, რომ აზერბაიჯანს არ აქვს რესურსი დააკმაყოფილოს საქართველოს მოთხოვნა და ამიტომ აუცილებელია მოხდეს რუსეთიდან დამატებითი მოცულობის მიღება. 

"მაქსიმალურად გადავდეთ განცხადება იმ არაჯანსაღ ეიფორიაზე, რაც ბოლო დროს პოლიტიკოსებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების მიერ იქნა ატეხილი გაზპრომთან სამუშაო შეხვედრის გამო. რატომ არ ჰქონდა დამატებითი მოცულობები? - ეს კითხვა აზერბაიჯანს დავუსვათ. მაშინ მე გეკითხებით რატომ აფორმებს აზერბაიჯანი ხელშეკრულებას გაზპრომთან, თუ მათ აქვთ მოცულობები, რომ გამოიყენონ შიდა ბაზრისთვის. მე ვერ გეტყვით, რა ფასი იქნება. თუ მისაღები ფასი იქნება, ალბათ, ამ პროექტს განვახორციელებთ," - აცხადებს კახა კალაძე.  

 იხილეთ ვიდეო: http://rustavi2.com/ka/news/29447

კომენტარები

მსგავსი სიახლეები