0 9 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საპარლამენტო უმცირესობა პარლამენტში აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების მისვლას ითხოვს

ჩამოტვირთვა

საპარლამენტო უმცირესობა საკანონმდებლო ორგანოში აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების მისვლას ითხოვს. "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” კითხვები ფინანსთა მინისტრთან აქვს.

დეპუტატები 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვას ნოდარ ხადურთან ერთად ითხოვენ. აღნიშნული საკითხი გიგი წერეთელმა ბიუროს გუშინდელ სხდომაზე დააყენა. 

საკანონმდებლო ორგანოში კიდევ ერთი მინისტრის კახა კალაძის დაბარების ინიციატივით "თავისუფალი დემოკრატები" გამოდიან. პარტიაში "გაზპრომთან" მიმდინარე მოლაპარაკებებით ინტერესდებიან. 

პარლამენტში მინისტრების მისვლის საჭიროებას ვერ ხედავენ "ქართულ ოცნებაში”.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები