მსოფლიო
საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს ოპოზიციის სარჩელი შევა
2015-09-22 12:43:09
ჩამოტვირთვა
საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს ოპოზიციის სარჩელი შევა. ნაციონალრი მოძრაობა და თავისუფალი დემოკრატები ითხოვენ ეროვნული ბანკიდან ზედამხედველობის სამსახურის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების არაკონსტიტუციურად ცნობას.
ოპოზიცია რამდენიმე არგუმენტს ასახელებს, უმცირესობა თვლის, რომ ცვლილება ასუსტებს ეროვნულ ბანკს. გადაწყვეტილება თვეების განმავლობაში უმრავლესობას, უმცირესობასა და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის დავის საგანი იყო,
კანონს პრეზიდენტმა ვეტოც დაადო, თუმცა, საბოლოოდ, პარლამენტის უმრავლესობამ ვეტოს დაძლევა შეძლო. საბჭოს შემადგენლობა საკანონმდებლო ორგანომ პარასკევს დააკომპლექტა. განცხადება დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც გაკეთდა.
კომენტარები