პოლიტიკა
დავით უსუფაშვილის კომენტარი გახმაურებელი საქმეების გამოძიების მნიშვნელობის შესახებ
2015-02-11 15:10:34
ჩამოტვირთვა
„ძალიან მნიშვნელოვანია ყველა საქმის დროული გახსნა ან იმის თქმა, რომ ესა თუ ის საქმე ახლა ვერ იხსნება ან არაფერია გასახსნელი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სპეკულაციები ამ ტიპის საქმეებზე რაც შეიძლება მალე დასრულდეს. დიახ, არის რთული საქმეები, რომლის გამოძიებასაც ჭირდება წლები, მაგრამ მე ვისურვებდი, რომ თუ დრო არის საჭირო რაიმეს გასარკვევად, ამ დროის განმავლობაში იყოს რაც შეიძლება ნაკლები სპეკულაცია, იყოს რაც შეიძლება ნაკლები დებატები, რომელიც ჩრდილს აყენებს ძალიან ბევრ ადამიანს, რომელიც არის ძალიან მტკივნეული და რთული გადასატანი გარდაცვლილის, მოკლულის თუ დაზარალებულის ახლობლებისთვის“- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა, დღეს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმის კომენტირებისას აღნიშნა.
მისივე განცხადებით, სასურველია, ეს პროცესები მართლმსაჯულების სფეროსა და ჩარჩოებში იყოს მოქცეული. „ზოგადად, მე ვისურვებდი, რომ ეს პროცესები იყოს მეტად მართლმსაჯულების სფეროში და ჩარჩოებში და ნაკლებად აი, აქ, ახლა გასარჩევად“,- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას დავით უსუფაშვილმა.
კომენტარები