1 1 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმის პერსპექტივები

ჩამოტვირთვა

დღეს, 9 თებერვალს, სასტუმრო "რედესონ ბლუ ივერიაში”, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი დაესწრო კოალიციის "დამოუკიდებელი და გამჭირვალე მართლმსაჯულებისათვის” მიერ ორგანიზებულ საზოგადოებრივ ფორუმს: "პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმის პერსპექტივები”.

ფორუმზე მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა იმსჯელეს პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმების საკითხებზე. კოალიციამ წარმოადგინა რეკომენდაციები, რომელთა მიზანია პროკურატურის დამოუკიდებლობის, ეფექტურობისა და ანგარიშვალდებულების ამაღლება. დისკუსია წარიმართა როგორც კონცეპტუალურ საკითხებზე, როგორიცაა პროკურატურის სტატუსი და ადგილი ხელისუფლების სისტემაში, ასევე კონკრეტულ რეკომენდაციებზე, რომელთა განხორციელების შემთხვევაში გაიზრდება პროკურატურის დამოუკიდებლობა და ეფექტურობა. კაოლიციამ ასევე განიხილა შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიტიზების, ანაგარიშვალდებულებისა და გამჭირვალობის საკითხები.

საზოგადოებრივი ფორუმის მინნაწილეებს სიტყვით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა და ამერიკის შეერთებული შტატების საგანგები და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა.

ფორუმს მხარს უჭერს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის ინსტიტუტი. ფონდის მხარდამჭერია აგრეთვე ფონდი "ღია საზოგადოება საქართველო“.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები