1 1 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

პრემიერის კომენტარი ათონელის ქუჩაზე მდებარე რეზიდენციის ფუნქციის შესახებ

ჩამოტვირთვა

 

ათონელის ქუჩაზე მდებარე რეზიდენციის ფუნქციაზე მთავრობა გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში მიიღებს, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.

მთავრობის მეთაურმა, ასევე კომენტარი გააკეთა ქვეყანაში შესაძლო დესტაბილიზაციის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებაზე და აღნიშნა, რომ ყველა ადამიანი, ვინც მსგავსი რამის გაკეთებას გაბედავს, ვინც არ უნდა იყოს ის, უმკაცრესად დაისჯება.

პრემიერი კიდევ ერთხელ შეეხო კომერციული გაზის ტარიფის საკითხს და აღნიშნა, რომ მთავრობა აუცილებლად გამონახავს გზებს, რომ გაზის საფასურის ზრდა თავიდან აიცილოს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები