მსოფლიო
ძალოვანი უწყებების ყოფილი მაღალჩინოსნები დააკავეს
2015-02-02 12:10:13
ჩამოტვირთვა
დღეს დილით წინა ხელისუფლების დროს ძალოვანი უწყებების ყოფილი მაღალჩინოსნები დააკავეს. წინასწარი ინფორმაციით, დაკავებულნი არიან კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავა, ასევე შსს-ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს მეექვსე განყოფილების ყოფილი გამომძიებელი ლევან ბეროძე და თბილისის სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი მეთაური კობა ნაკანი. ისინი მთავარ პროკურატურაში არიან გადაყვანილები.
კომენტარები