მსოფლიო
პრემიერ მინისტრი სვეტიცხოვლის ტაძარში მამა ილია კარტოზიას სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო
2015-01-20 13:00:04
ჩამოტვირთვა
მამა ილია კარტოზიამ გვაჩვენა სამაგალითო გმირობა, რაც მართლაც დასაფასებელია,– ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ყოფნისას განაცხადა.
დღეს მთავრობის მეთაური სვეტიცხოვლის ტაძარში მივიდა და მამა ილია კარტოზიას სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო.
პრემიერმა გარდაცვლილის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა და მამა ილიას ხსოვნას პატივი მიაგო.
"ვუსამძიმრებ მამა ილიას ოჯახს, ყველა მის ახლობელს, მის მრევლს, ჩვენს ეკლესიას, ჩვენს მოსახლეობას. მამა ილიამ მართლად გვაჩვენა სამაგალითო გმირობა. ჩვენი ვალია სათანადო პატივი მივაგოთ მის ხსოვნას," - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
არქიმანდრიტი ილია კარტოზია 28 დეკემბერს ადრიატიკის ზღვაში მომხდარი კატასტროფის დროს დაიღუპა.
კომენტარები