1 1 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

საქართველოს პრემიერის სოლიდარობა საფრანგეთს

ჩამოტვირთვა

ტერორიზმის წინააღმდეგ გაერთიანება აუცილებელია, რისი კარგი დემონსტრირებაც დღეს მოხდა, - აღნიშნული განცხადება პარიზში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა, რომელმაც გუშინ ერთიანობის მარშში მიიღო მონაწილეობა.
"ეს მართლაც უპრეცედენტო მოვლენა იყო. თქვენ ნახეთ, რომ ამ ტრაგედიამ მთელი მსოფლიო გააერთიანა. ჩვენ ჩამოვედით იმისთვის, რომ ფრანგი ხალხის მიმართ სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოგვეხატა. საფრანგეთი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფოა, არის ჩვენი მეგობარი ქვეყანა. გვახსოვს, როგორი მხარადაჭერა გამოიჩინა ფრანგმა ხალხმა და საფრანგეთის მაშინდელმა ლიდერებმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს. ამ ფენომენის წინააღმდეგ გაერთიანება არის აუცილებელი, რისი კარგი დემონსტრირებაც იყო დღეს. ქართველი ხალხი დგას ფრანგი ხალხის გვერდით. ჩვენ, პოლიტიკური ხელმძღვანელობა ვდგავართ საფრანგეთის ხელისუფლების გვერდით და ეს ასეც გაგრძელდება. ამ პრობლემას სჭირდება გაერთიანება. ერთიანობა არის საუკეთესო გამოსავალი ასეთ შემთხვევებში", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები