პოლიტიკა
გინება და ხელჩართული ჩხუბი პარლამენტში - ბობოხიძეს თავში მიკროფონი ჩაარტყეს
2014-12-26 16:22:21
ჩამოტვირთვა
უმცირესობის და უმრავლეობის წევრებს შორის ფიზიკურ და სიტყვიერ დაპირისპირებას ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციაში კვოტების გადანაწილებაზე და პროცედურულ საკითხებზე დაწყებული კამათი უძღვოდა წინ.
აღნიშნულ დელეგაციის შემადგენლობაში ფრაქციათა კვოტების ხელახალ განსაზღვრას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" აპროტესტებს. აღნიშნულ გადაწყვეტილებას კი, მმართველი უმრავლესობა იმ გარემოებით ხსნის, რომ ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" უმრავლესობიდან გასვლის შედეგად პარლამენტში ახალი გარემო შეიქმნა და დელეგაციაში უმცირესობასა და უმრავლესობას შორის დისბალანსი გაჩნდა. სათანადო განმარტება ამ თემაზე თავად პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმაც გააკეთა.
პროცედურულ საკითხებზე დაწყებული კამათი პოლიტიკურ ბრალდებებში გადაიზარდა. "ნაციონალური მოძრაობა" მიიჩნევს, რომ "ქართული ოცნება" ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციაში ოპოზიციური ხმის ჩახშობას ცდილობს.
დეპუტატმა აკაკი ბობოხიძემ მმართველი გუნდი რუსეთისკენ სვლაში დაადანაშაულა. დეპუტატი სწორედ ამ თემაზე საუბრობდა, როცა პოლიტიკური განცხადება გინებით გააგრძელა, რასაც საბოლოოდ ხელჩართული ჩხუბი მოჰყვა.
კომენტარები