მსოფლიო
ქუთაისის შემოვლითი გზის 32-კილომეტრიანი მონაკვეთი გაიხსნა
2014-11-19 14:07:39
ჩამოტვირთვა
პრემიერმა ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ქუთაისის შემოვლითი გზის 32-კილომეტრიანი მონაკვეთი გახსნა.
ქუთსისის 32-კილომეტრიანი შემოვლითი გზა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ნაწილია. მონაკვეთი ქუთაისს განტვირთავს სატრანზიტო მოძრაობისგან, მგზავრობის ხანგრძლივობას შეამცირებს 30 წუთით.
ახალი გზის მარშრუტი ასეთია - ის ნახშირღელის ტერიტორიიდან კოპიტნარის აეროპორტის პარალელურად არსებულ მაგისტრალს შეუერთდება.
პროექტს რეგიონული განვითარების სამინისტრო იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსა და მთავრობის დაფინანსებით ახორციელებს. სამუშაოს ღირებულება 181-ი მილიონი ლარია. პროექტზე დასაქმებული იყო ათასამდე ადამიანი.
კომენტარები