მსოფლიო
პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ყაზახეთში დაიწყო
2014-11-12 12:47:14
ჩამოტვირთვა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სამუშაო ვიზიტი ყაზახეთის რესპუბლიკაში დაიწყო.
ასტანას საერთაშორისო აეროპორტში დახვედრის საზეიმო ცერემონია გაიმართა.
ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ყაზახეთის პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევს და პრემიერ-მინისტრ კარიმ მასიმოვს შეხვდება. დაგეგმილია ორი ქვეყნის დელეგაციების გაფართოებული მოლაპარაკებები.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში პრემიერ-მინისტრთან ერთად იმყოფებიან ვიცე-პრემიერები - ეკონომიკისა და ენერგეტიკის მინისტრები, გიორგი კვირიკაშვილი და კახა კალაძე, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური.
კომენტარები