1 1 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ვინ შეიწყალა პრეზიდენტმა?

ჩამოტვირთვა

საქართველოს პრეზიდენტმა  ხელი მოაწერა „სასჯელის სხვადასხვა ზომით მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ“ განკარგულებას. შეწყალების კომისიის  თავმჯდომარის ზვიად ქორიძის განცხადებით, პრეზიდენტმა 115 პირი შეიწყალა.

26 სექტემბრიდან 29 სექტემბრამდე კომისიამ სულ 699 განცხადება განიხილა. 115 პირიდან  27-ს შეუმცირდა სასჯელი, აქედან ზოგს გაუნახევრდა, ზოგს ერთი მესამედით შეუმცირდა.

„შეწყალებულთა შორის შვიდი არასრულწლოვანია, აქედან ოთხი არასრულწლოვანი სრულად გათავისუფლდა, სამს კი სასჯელი შეუმცირდა. გათავისუფლებულებს შორის ერთი ქალია. ქალბატონთა მხრიდან ძალიან ცოტა განცხადება შემოვიდა ისეთი, რომლებიც შესაბამის კრიტერიუმებს დააკმაყოფილებდნენ“, - განაცხადა ზვიად ქორიძემ.

დღეს ღამის 12 საათამდე საპატიმრო დაწესებულებს 88 პირი დატოვებს.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები