მსოფლიო
შეხვედრა არაბთა გაერთიანებული საემიროების პრემიერთან
2014-09-17 14:59:12
ჩამოტვირთვა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, არაბთა გაერთიანებული საემიროების პრემიერ-მინისტრს და დუბაის მმართველს, შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმს შეხვდა.
შეხვედრა დუბაიში, ზაბელის სასახლეში გაიმართა. არაბთა გაერთიანებული საემიროების პრემიერ-მინისტრმა ქართველ კოლეგას ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების იმედი გამოთქვეს.
შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი და თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი დაესწრნენ.
კომენტარები