პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრმა საქართველოს მარიამობის დღესასწაული მიულოცა
2014-08-28 12:33:53
ჩამოტვირთვა
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში, ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო წირვას დაესწრო. საღმრთო ლიტურგია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ჩაატარა.
პატრიარქი საკურთხევლიდან გამობრძანდა და პრემიერ-მინისტრს მიესალმა.
წირვის დასრულების შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და სრულიად საქართველოს მიულოცა მარიამობის დღესასწაული.
კომენტარები