პოლიტიკა
უკანონო აბორტებთან დაკავშირებით კანონი მკაცრდება
2014-07-29 15:30:17
ჩამოტვირთვა
ეპუტატები უკანონო აბორტებთან დაკავშირებულ კანონპროექტს განიხილავენ. სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებებზე პირველი მოსმენით ჯანდაცვის კომიტეტში იმსჯელებენ.
პროექტის მიხედვით, სანქციები მკაცრდება იმ პირთა მიმართ, ვინც უკანონოდ აბორტს გააკეთებს. პროექტი საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას, ან ერთიდან ორ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
იმ შემთხვევაში, თუ აბორტი ფატალური შედეგით დასრულდა, ექიმს საქმიანობის უფლების ჩამორთმევა და ოთხიდან ექვს წლამდე პატიმრობა ემუქრება.
საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძეა. ცვლილებების ავტორები საერთაშორისო პრაქტიკას იშველიებენ და უკანონო აბორტების მიმართ დამკვიდრებული შედარებით ლოიალური დამოკიდებულების გამკაცრების აუცილებლობაზე საუბრობენ.
კომენტარები