მსოფლიო
საკრებულოს ახალ თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი ველოსიპედით ივლის?
2014-07-14 14:42:24
ჩამოტვირთვა
თბილისის მეხუთე მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი გახდა. 37 ხმით 8-ის წინააღმდეგ ახლადარჩეულმა თვითმმართველმა ორგანომ პირველ სხდომაზე თავმჯდომარე აირჩია.
გიორგი ალიბეგაშვილი ერთადერთი კანდიდატი იყო, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" წარადგინა.
ახალ საკრებულოში კოალიციას ჯამში 37 წევრი ჰყავს, "ნაციონალურ მოძრაობას" - 7, ბურჯანაძის პარტიას - 3, "პატრიოტთა ალიანსს" კი 2. საკრებულოს კიდევ ერთი წევრი - ალეკო ელისაშვილი დამოუკიდებელი კანდიდატია.
კომენტარები